გამოქვეყნებულია: 29 სექტემბერი, 2010 - 01:14
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში განახლდა ღვინის კლუბის ლექცია-სემინარები. 28 სექტემბერს კლუბის წევრებს და დაინტერესებულ საზოგადოებას თავისი ნაშრომი გააცნო საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა, პალეობოტანიკოსმა ნანა რუსიშვილმა. მისი მონოგრაფია „ვაზის კულტურა საქართველოში – პალეობოტანიკური მონაცემების საფუძველზე“ ვაზის განამარხებული ფორმების შესახებ მოგვითხრობს.
ნანა რუსიშვილმა ლექციაზე თან წარმოადგინა საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის უძველესი წიპწები, რომელთა მიახლოებითი ასაკი დადგენილია და მიჩნეულია, რომ საქმე გვაქვს მსოფლიოში კულტურული ვაზის უძველეს ნაშთებთან.
ნანა რუსიშვილის თქმით, ველური ვაზის წიპწები ძალიან განსხვავდება კულტურული ვაზის წიპწებისაგან. ამდენად, სპეციალისტებს არ უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოში აღმოჩენილი ველური და კულტურული წიპწები. ყველაზე ძველი კულტურული ვაზის წიპწა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 ათასწლეულით თარიღდება.
"ეს არის არქეოლოგიური მტკიცებულება, რითაც ცხადი ხდება, რომ საქართველო არის კულტურული ვაზის სამშობლო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მსოფლიოში სხვაგან ადამიანი არ იცნობდა ველური ვაზის ღვინოს, მაგრამ ველური ვაზის გაკულტურება და შემდგომში კულტურული ვაზისგან ღვინის დაყენება ადამიანმა პირველად საქართველოში დაიწყო. ეს მტკიცდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი კულტურული ვაზის წიპწებით, უძველესი თიხის ჭურჭლით, რომლებშიც ნაპოვნია ღვინის ნაშთი და ჩვენს ტყეებში გავრცელებული ველური ვაზის სახეობებით", – აღნიშნა ნანა რუსიშვილმა.
მეცნიერმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და სამომავლოდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ყველანი ეროვნულ მუზეუმში მიიწვია.
მოკლე მიმოხილვა
გაზეთმა „მარანმა“ შარშანდელი წლის დასაწყისში თავის მკითხველს შესთავაზა ქართულ მეღვინეობაში განვლილი, 2011 წლის მიმოხილვა და შაფასება. ჩვენ კვლავაც გთავაზობთ ასეთი ჟანრის მოკლე წერილს. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი განვლილ 2012 წელს ქართულ მეღვინეობაში და შეძლებისდაგვარად შევაფასოდ ამ დარგისძირითადი მოვლენები. თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც 2011, ისე 2012 წლებში, ჯერ-ჯერობით ნეგატიური მოვლენები უფრო სჭარბობს პოზიტიურებს... რა თქმა უნდა, ერთი მცირედი წერილის ჩარჩოები ყველა პრობლემას ვერ დაიტევს განსახილველად და ჩვენც,მხოლოდ იმ საკითხებზე შევჩერდებით, რომლებიც ასე თუ ისე გამორჩეულია.
UNESCO და ქვევრი
დავიწყოთ იმ მეტად მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც ქვევრსა და ქვევრში ღვინის ქართულად დაყენებას ეხება. ეს საკითხი, როგორც საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლი, ნომინაციის სახით „იუნესკოშია“ წარგენილი. „იუნესკოს“ მხრიდან ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების ქართულ მოვლენად აღიარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის. ქართული მხრიდან, დაახლოებით 20 - კაციან სამუშაო ჯგუფში არაერთი სპეციალისტია ჩართული და ამიტომაც, დიდად ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
იშვიათი ქართული ღვინოები
ასევე მოგახსენებთ იმ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაზე, რომელიც ჯიღაურის ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრ - „აგროში“ წამოიწყეს შარშან. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციის საკოლექციო ნაკვეთშითავმოყრილი ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოსავლიდან, დარგის სპეციალისტებმა დაიწყეს ჯიშობრივი ღვინოების დაყენება. თუკი აქამდე, იშვიათიქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების აღწერილობა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურიდან ვიცოდით, დღეს, დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა თავად დააგემოვნოს ამგვარი იშვიათიღვინოების ხარისხი და იმსჯელოს მის პერსპექტივაზე. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს გადაშენების პირას მყოფ ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინებასა და თავ-თავიანთ კერებში გავრცელებას. მისასალმებელია, რომ ამ შესანიშნავი საქმის მესვეურები, ხსენებული ღვინოებით უკვე შიდა გამოფენებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ფართო საზოგადოებას ეძლევა საშუალება დააგემოვნოს იშვიათი ღვინოები. სასურველია, თუ ესღვინოები მომავალში ბოთლებშიც ჩამოისხმება.
1-დღიანი ტური - ხოხბის სიხარული
თბილისიდან სიღნაღის რეგიონში გამგზავრება. პირველი გაჩერება ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინო განისვენებს.
წმინდა ნინომ მეოთხე საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა ვაზის ჯვრის ძალით, რომელიც მან საკუთარი თმებით შეკრა. წმინდანის საფლავზე უამრავი მომლოცველი მოდის როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ისე მსოფლიოს ქვეყნებიდან.
ბოდბიდან ვაგრძელებთ გზას ქალაქ სიღნაღამდე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული. სიღნაღი სავსეა ქვაფენილიანი ქუჩებით, კრამიტით გადახურული სახლებითა და ფერად-ფერადი აივნებით. ქალაქიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის უზარმაზარი მთების სულისშემკვრელი, განსაცვიფრებელი ხედები იშლება. სიღნაღში, ჩვენს 250-წლოვან დასაგემოვნებელ დარბაზში, გაგიმასპინძლდებით „ხოხბის ცრემლების“ ღვინოებით, რომელთაგან ყველა დადუღებული და დაძველებულია თიხის ჭურჭლებში, ქვევრებში. „ხოხბის ცრემლების“ მარნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ქართული თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო ღვინოს ძალუძს, სიხარულის ცრემლი მოჰგვაროს ხოხობს. ვიმედოვნებთ, ჩვენი ღვინოები სწორედ ამ გრძნობით აღგავსებთ. ჩვენი რქაწითელი სრულსხეულიანი თეთრი მშრალი ღვინოა, თაფლისა და კურკოვანი ხილის სურნელით. ჩვენი საფერავი არის ტანინიანი, მუქი წითელი, (საქართველოში „შავად“ წოდებული), შავი კენკრის არომატით.
დაგემოვნების შემდეგ სოფელ ტიბაანში, „ხოხბის ცრემლების“ ვენახში ჩავალთ და ვნახავთ, სად იზრდება ვაზი; შევიტყობთ უფრო მეტს ღვინის დაყენების წესის შესახებ. უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინო ქვევრში ძველდება და არა - მუხის კასრებში. ვენახში შეგვიძლია შევუერთდეთ დღესასწაულს, რომლის შემადგენელი ნაწილია წალამზე შემწვარი ქაბაბები, ხალხური სიმღერები, ცეკვები და თამადა, რომელიც ტრადიციულ ქართულ სადღეგრძელოებს შემოგვთავაზებს.
3-დღიანი ტური - მოგზაურობა კახეთში
პირველი დღე
„ხოხბის ცრემლების“ ტური იწყება სიღნაღიდან და ტიბაანიდან, ზემოთ აღწერილი ტურის მსგავსად. ღამეს ვათევთ სიღნაღში, სუფთა და სტუმართმოყვარე საოჯახო სასტუმროში ან ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში.
მეორე დღე
მეორე დღეს, დილას, გავემგზავრებით დედოფლისწყაროს რაიონისკენ, სადაც ქვაში გამოკვეთილი ქალაქი ხორნაბუჯის ნანგრევებთან ავალთ. აქედან თვალწარმტაცი ხედები იშლება და შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია.
პიკნიკის შემდეგ სოფელ ველისციხისკენ გავეშურებით, სადაც მე-16 საუკუნის ღვინის მუზეუმს მოვინახულებთ. იქ მეღვინეობასთან დაკავშირებული ნაკეთობების ფართო კოლექციაა წარმოდგენილი. იქვე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ აცხობდნენ ტრადიციულად პურს თონეში. ველისციხის შემდეგ გავემგზავრებით მე-6 საუკუნის იყალთოს მონასტერში, სადაც უძველესი აკადემია და მნიშვნელოვანი კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი მდებარეობდა. ამ ადგილიდან დაედო დასაბამი ქართულ სადღესასწაულო და სათამადო ტრადიციებს.
სადილი კისისხევის რესტორანში გვექნება, სადაც ტრადიციული ქართული კერძებითა და „ვინოტერას“ მარნის საუკეთესო ღვინოებით გაგვიმასპინძლდებიან. „ვინოტერას“ „ქისი“ და „საფერავი“, „ხოხბის ცრემლების“ ღვინოების მსგავსად, თიხის ჭურჭელში დუღდება, თუმცა შემდეგ მუხის კასრებში აძველებენ. ტრადიციული ქართული და ევროპული ტექნოლოგიების კომბინირებით აქ განსაკუთრებული არომატის ღვინოები იწარმოება.
მესამე დღე
დღე დაიწყება წინანდლის მამულის სტუმრობით; აქ თვალს გადავავლებთ ინოვაციებს ქართულ მეღვინეობაში, რომელიც მე-19 საუკუნიდან პოეტმა და მეღვინემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა საქართველოში. მამულის ბაღებში გასეირნების შემდეგ „ნიკოს რესტორანს“ ვეწვევით, სადაც „წინანდალს“ დავაგემოვნებთ კახეთის ერთ-ერთი საუკეთესო მზარეულის მომზადებულ სუფრასთან. მოგზაურობას დავასრულებთ კიდევ ერთი მარნის სტუმრობით, რომელიც კახეთის გულში მდებარეობს. ვნახავთ და დავაგემოვნებთ ადგილობრივი ქართული ჯიშებისგან 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით დაყენებულ ღვინოებს.
სასტუმრო ძველი ღვინის მარანი კახეთში
მდებარეობა: თელავთან ახლოს (15 კმ), სოფელი ნაფარეული
ოთახები: სასტუმროში არის სულ 11 სტანდარტული ორადგილიანი, სამადგილიანი და სუიტის ტიპის ნომრები რომლებიც აღჭურვილია სველი წერილებით, ტელეფონით, კონდენციონერით
კვება: საუზმე, სამჯერადი კვებაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად
სასტუმროს მომსახურება: რესტორანი, ღვინის მარანი, ღია კაფე, საფერავი, რქაწითელი. ამ ტერიტორიაზე კახური მწვანე ჯიშის ვაზია გაშენებული.
თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. №39
+995 32 294 19 42
Winegallery
www.bigsale.ge/winegallery
"ღვინის გალერეა" მომხმარებელს სთავაზობს ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს. ჩვენთან წარმოდგენილია ქართული და უცხოური წარმოების პროდუქცია.
"ღვინის გალერეა"-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩამოსასხმელი ქართული ღვინო, როგორც წითელი, ასევე თეთრი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო.
გალერეა მდებარეობს წინამძღვრიშვილის N39. ვორონცოვის მოედანთან ახლოს.
WINE HOUSE
Pekin. Str.45, 45, Tbilisi, Georgia
+995 322 37 22 54
View ღვინის გალერეა in a larger map
No comments:
Post a Comment