Monday, November 10, 2014
ამ სტატიის მიზანია, მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ ავსტრიის რესპუბლიკის შესახებ. უფრო ზუსტად კი შევადაროთ თანამედროვე ავსტრია დღევანდელ საქართველოს.
თავდაპირველად, ადამიანი როგორც კი გადააბიჯებს ამ ქვეყნის საზღვრებს, მაშინვე შეამჩნევს ტყეების, კორომების, ტბების და წყალსაცავების დაუსრულებელ რიგებს. მგზავრობისას აუცილებლად შენიშნავთ ირმების, შვლების პატარ-პატარა ჯოგებს, რომლებიც უშიშრად და ამაყად დანავარდობენ. რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით საქართველოზე რომელსაც უდიდესი ბუნებრივი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ეს უკანასკნელი არარაციონალურობის და უყურადღებობის მსხვერპლია. შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიის რელიეფი დიდად წააგავს საქართველოსას, მაგრამ ავსტრიაში თითოეული გოჯი მიწა ათვისებულია დანიშნულებისა და გამოყენების მიზნით.
წყნარი - ამასთანავე ინდუსტრიული, სიცოცხლით სავსე - ამასთანავე მშვიდი და გაწონასწორებული, არქიტექტურულად დიდებული, სიძველით შთაგონებული. ასე შეიძლება დავახასიათოთ ავსტრიული ქალაქები, რომლებსაც არც ზედმეტი მოსახლეობა, არც გადატვირთული გზები არ გააჩნიათ. ქალაქები, რომლის საველოსიპედო ბილიკებზე უმეტესად ხანშიშესული და მოხუცი ადამიანები დაქრიან. ტროტუარები, სადაც მოხუცი წყვილები ხელიხელჩაკიდებულები დადიან და ცხოვრებით ტკბებიან. ქალაქები, სადაც ხალხი უბრალოდ ცხოვრობს იმ გარემოში, სადაც შეიძლება ადამიანის სული, გონება და საქციელი იყოს ადეკვატური და რაციონალური.
მინდა შევეხო ასევე ტრანსპორტს. ავსტრიულ ტრანსპორტით გადატვირთლი გზების პრობლემა იშვიათია. ასევე ისტორიული ფაქტი იქნება გზაზე სიგნალის ხმა რომ გაიგონოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი:ძირითადად ავტობუსი, მეტრო და მატარებელი, რომელთა კომფორტსა და ორგანიზებულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ავსტრიაში ამ ტრანსპორტით მგზავრობისას ისვენებ და დანიშნულების ადგილას დამშვიდებული და მობილიზებული მიდიხარ. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ცალკე ისტორია და ცხოვრებაა დაუჯერებელი ფაქტებით გაჯერებული.
ავსტრია- ქვეყანა სადაც ყველაფერი ორგანიზებულია, ყველაფერი თავის ადგილზეა ზედმეტადაც კი. ქვეყანა, რომელსაც გამოყენებული და ათვისებული აქვს ყველა პოტენციალი - წვრილმანებიდან დაწყებული მასშტაბური პროექტებით დამთავრებული. ახალი ფაქტი არ არის, რომ საქართველოსაც გააჩნია უდიდესი რესურსი, რათა განვითარდეს რაციონალურრი გზით.
Subscribe to:
Posts (Atom)